ხმაური და დაპირისპირება იყო ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ბესიკ ქათამაძის განცხადებით, მას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე სხდომის დატოვებას სთხოვდა. მისივე თქმით, სხდომაზე მისულბს დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები დახვდნენ და შეურაცხყოფა მიაყენეს. ინციდენტის შემდეგ, სხდომა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა, ბესიკ ქათამაძემ და დავით მჟავანაძემ პროტესტის ნიშნად დატოვეს. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი ღურჯუმელიძის განცხადებით, იგი ნამდვილად მოუწოდებდა ქათამაძეს საკრებულოს სხდომის დატოვებისკენ, რადგან მას არ ჰქონდა იქ ყოფნის მორალური უფლება.
საკრებულოს სხდომა უკვე დასრულდა.