საჩივრების ხმაურიანი განხილვა, დღე მეორე: დაძაბულობაა თბილისის რამდენიმე საოლქო საარჩევნო კომისიასთან. მათ შორისაა მთაწმინდა, სადაც კომისიაში მიმდინარე სხდომის ფონზე, ოპოზიციური ძალების ლიდერები და მათი აქტივისტები აქციას მართავენ. ადგილზე შეკრებილები ამბობენ, რომ 38 საჩივრიდან, დიდი ნაწილი არ დაკმაყოფილდა. ისინი კომისიისგან განმარტებებს ითხოვენ.