ხმაური იყო ლაგოდეხში „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისის წინ, სადაც აქტივისტებმა და გიორგი გახარიას პოლიტიკური პარტია „საქართველოსთვის“ ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელმა საპროტესტო აქცია გამართეს.
სიტყვიერი დაპირისპირება „კონსერვატული პარტიის“ და „ალტ-ინფოს“ ლაგოდეხის ოფისის შესასვლელთან ტრანსპარანტების, საქართეველოს და უკრაინის დროშების გადმოფენას მოჰყვა. აქციის მონაწილეებს „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისის წარმომადგენელი დაუპირისპირდა და ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა. ინციდენტი მალევე ამოიწურა. ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცავები.