ხმაური იყო ხელვაჩაურის საკრებულოში – საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, მიმდინარე სხდომა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, მამუკა ჯივაიშს დაატოვებინეს. იგი დარბაზიდან დაცვის სამსახურმა გაიყვანა, რასაც ხმაური მოჰყვა.
როგორც მამუკა ჯივაიში ამბობს, მას სურდა, კითხვები დაესვა ხელვაჩაურის მერის ყოფილი მოადგილის, ასევე „ხელვაჩაურის წყლის“ მოქმედი და ყოფილი ხელმძღვანელების კორუფციულ საქმიანობასთან დაკავშირებით, რისი საშუალებაც არ მისცეს. საკრებულოს თავმჯდომარემ გადაწყვეტილების მიზეზი ჟურნალისტებთან არ განმარტა. სხდომა კვლავ ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.