ხმაური და დაპირისპირება საქალაქო სასამართლოსთან

15 ადამიანის დაკავებით დასრულდა სასამართლოს გარეთ მიმდინარე აქცია.

დაკავებულებს შორის არის გიგი უგულავაც, რომელსაც დანარჩენების მსგავსად, პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან. ერთადერთი ადამიანი, რომელსაც სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დააკისრეს, ბესო თამლიანია – ის დაცვის სამსახურის ჯიხურის თავზე იყო ასული. მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა რამდენჯერმე სცადეს. ყველა ასეთ მცდელობას დაძაბულობა და დაპირისპირება მოჰყვა. დღევანდელი შეკრების ორგანიზატორებმა და მონაწილეებმა დღის განმავლობაში არაერთი გაფრთხილება მიიღეს.

აქციაზე მყოფებს შეკრების მშვიდობიანი ხასიათის აუცილებლობაზე მიუთითა ამერიკის ელჩმაც.