ვაჟა გაფრინდაშვილზე დაწერილი ფეისბუქ-პოსტის გამო თბილისის საკრებულო დილიდან დაპირისპირების ეპიცენტრში აღმოჩნდა.
ოპოზიცია და მოძრაობა „სირცხვილიას“ აქტივისტები „ქართული ოცნების“ დეპუტატ ერეკლე კუხიანიძისგან ბოდიშის მოხდას და დეპუტატის მანდატის დატოვებას ითხოვენ. საკუთარი მოთხოვნები ოპონენტებმა დღის ბოლოს საკრებულოს თავმჯდომარეს კიდევ ერთხელ გააცნეს.
შენობის დატოვების მოწოდების მიუხედავად, ოპოზიციის რამდენიმე ლიდერი მხარდამჭერებთან ერთად ამ დრომდე თვითმმართველ ორგანოში რჩება და პროტესტის შეწყვეტას არ აპირებს.
ვაკო ორმოცაძე დეტალებით.