ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პარლამენტის არჩევნებისთვის საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების შექმნის საკითხი განიხილა.
უწყების ცნობით საგარეო საქმეთა სამინისტროს განახლებული მონაცემებით ქვეყნის ფარგლებს გარეთ საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი 65 508 საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეა რეგისტრირებული. საკითხის განხილვას სხდომაზე კამათი მოჰყვა. ოპოზიციის წევრები აცხადებენ, რომ ცესკო მიზანმიმართულად, საარჩევნო უბნების არ გახსნით ზღუდავს საქართველოს მოქალაქეების საარჩევნო უფლებას.