ხმაური ბათუმის საკრებულოს სხდომაზე.
სიტყვიერი დაპირისპირება თავდაპირველად ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის ინიციატივას მოჰყვა. ოპოზიცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის 1000-კილოვატიანი ვაუჩერის გადაცემას ითხოვდა, თუმცა, უმრავლესობამ იმ მოტივით, რომ საკითხი მოუმზადებელია, მის განხილვაზე უარი თქვა.
ხელმეორედ დაპირისპირება ნაციონალური მოძრაობის დეპუტატ მირდატ ქამადაძესა და საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძეს შორის მოხდა.
დღესვე საკრებულოს სხდომაზე განიხილავენ ბათუმის მერიისა და საკრებულოს საშტატო განრიგს და სახელფასო ანაზღაურების საკითხს.
დეპუტატები იმსჯელებენ პროექტზე, რომლითაც ბათუმში სამარშუტო ტაქსებით მგზავრობა 10 თეთრით უნდა გაძვირდეს.