ხმაური იყო ბათუმის მერიაში – საკრებულოს წევრები „ნაციონალური მოძრაობიდან“ შენობაში დილიდან მივიდნენ. თავდაპირველად სიტყვიერად დაუპირისპირდნენ ბათუმის ვიცე-მერს, შემდეგ კი შეძახილებით შეხვდნენ ქალაქის მერს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებით, მათ კითხვები ქალაქის შემოერთებულ ტერიტორიაზე წყლისა და კანალიზაციის სისტემის რეაბილიტაციის პროექტთან დაკავშირებით აქვთ და ამტკიცებენ, რომ პროცესი შეფერხებულია. ბათუმის მერიაში კი აცხადებენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდება უსაფუძვლოა. ამ დროისთვის მერიის შენობაში სიმშვიდეა.