ხმაურის და აქცია-პერფორმანსის ფონზე ჩაიარა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ანგარიშის მოსმენამ.
უმაღლესი საბჭოს შენობასთან მისული ათამდე გარემოვაჭრე სხდომაზე დასწრებას და თორნიკე რიჟვაძესთვის კითხვების დასმას ითხოვდა, რასაც დარბაზში სიტყვიერი დაპირისპირება და ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ბოიკოტი მოჰყვა. სხდომაზე სიტუაცია იმდენად გამწვავდა, რომ რიჟვაძეს რამდენჯერმე გამოსვლის შეწყვეტა მოუხდა. ყველაზე მეტად „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ელგუჯა ბაგრატიონი აქტიურობდა, რომელიც მმართველმა გუნდმა რეგლამენტის დარღვევაში დაადანაშაულა და კარისკენ მიუთითა.