ხინკლის ფესტივალი მთაში

ყაზბეგის გარდა, მთის კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებს მასპინძლობს მესტია, შოვი და თუშეთიც. ფესტივალის ფარგლებში, წელს პირველად თუშეთში ხინკლის დღეები გაიმართება. ვიზიტორები მთის ხინკლის ისტორიას გაეცნობიან და ხინკლის სწორად მოხვევას ისწავლიან.

ადგილობრივი პროდუქტის პოპულარიზაციის მიზნით, ომალოში მოეწყობა გამოფენა-გაყიდვაც. ადგილზე გაიმართება თუშური დოღიც. თუშეთში დღეს პრემიერ-მინისტრს ელოდებიან.