ხერთვისის ციხისთვის ახალი კონცეფციის მინიჭება

ხერთვისის ციხისთვის პარლამენტის თავმჯდომარე ახალი კონცეფციის მინიჭებას განიხილავს, იმისთვის, რომ ციხე უფრო ფუნქციური გახდეს. პირველ ეტაპზე მოკვლევა დაიწყება, რომლის ინიციატივა ალეკო ელისაშვილს ეკუთვნის. პარლამენტის კულტურის კომიტეტის თემატურმა ჯგუფმა პრეზენტაცია უკვე წარადგინა.

კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების სტატუსის მქონე ნაგებობების კონსერვაცია-რესტავრაცია იგეგმება. აღინიშნა, რომ კულტურის სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება კულტურული მემკვიდრეობის დაცვაა.