თეთრ სახლში ხერსონის უკრაინელი სამხედროების კონტროლქვეშ დაბრუნებას „არაჩვეულებრივი გამარჯვება“ უწოდეს. ამის შესახებ განცხადება თეთრი სახლის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში გააკეთა. მისი განცხადებით, ხერსონი იყო ერთადერთი საოლქო ცენტრი, რომელიც რუსეთმა ომის დროს დაიკავა და მისი გათავისუფლება ნიშანდობლივია.
ხერსონში უკრაინელი სამხედროების შესვლას მიესალმა საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონიც. მისი თქმით, ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკრაინის სუვერენული უფლებების აღდგენის გზაზე. განცხადება გააკეთა ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმაც და თქვა, რომ რუსეთმა კიდევ ერთი სტრატეგიული მარცხი განიცადა.