ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი“

სხვადასხვა ქვეყნის თეატრალური დასები და არაერთი ჯილდოს მფლობელი მსოფლიოში აღიარებული დადგმები – თბილისი რიგით 26-ე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალისთვის ემზადება.

ფესტივალი „საჩუქარი“ 21 ოქტომბერს მარჯანიშვილის თეატრში გაიხსნება და 7 ნოემბრამდე დედაქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე არაერთი კულტურული ღონისძიება გაიმართება. წარმოდგენებთან ერთად დაგეგმილია დისკუსიები და მასტერკლასები.

26-ე საფესტივალო სეზონი საპატრიარქოს კამერული გუნდის კონცერტით დაიხურება.