გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ „მაჩაბელს“ მასპინძლობს. ფესტივალი აერთიანებს ფოტო, კინოთეატრის, ანიმაციისა და თანამედროვე მუსიკის მოყვარულებს. სამი დღის განმავლობაში გამოფენებსა და მასტერკლასებს ქართველი და უცხოელი ხელოვანები გამართავენ. ფესტივალის ფარგლებში, საერთაშორისო ახალგაზრდული ფოტოკონკურსი „ახალგაზრდა ხელოვანები მშვიდობისათვის“ გაიმართება. ფესტივალი დასრულდება სოფელ არბოში, ნიკო ლომოურის სახლ-მუზეუმში, სადაც კონკურსის გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან. საერთაშორისო ფესტივალი „მაჩაბელი“ საქართველოს კულტურის სამინისტროს კონკურსის გამარჯვებული პროექტია და მეორე წელია იმართება.