სოსო ლაღიძის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის, „თბილისი – რიტმი“ ვირტუოზი ბრაზილიელი მუსიკოსის, პედრო მარტინესისა და მისი ბენდის კონცერტით გაიხსნება.
ახალგაზრდა მუსიკოსები ქართველ მსმენელს 30 მაისს სალარიძის საკონცერტო დარბაზში ეხვდებიან. ბენდმა სახელი გაითქვა ვირტუოზული შესრულებითა და ავანგარდული მუსიკალური ფილოსოფიით. შემსრულებლების ნაწილი საქართველოში დღეს ჩამოვიდა.
პედრო მარტინესი საზოგადოების ყურადღების ცენტრში განსაკუთრებით 2015 წელს მოექცა. მან მონტროს პრესტიჟულ ჯაზის კონკურსში გიტარისტებს შორის პირველი ადგილი დაიკავა.