კულტურის სამინისტრომ ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმს ჟან სიმეონ შარდენისთვის მიკუთვნებული ნატურმორტი გადასცა. ის 1994 წელს გაიტაცეს. შარდენის სავარაუდო ავტორობით შესრულებული ნამუშევარი ამ დრომდე დაკარგულად ითვლებოდა. 2023 წლის ნოემბრის დასაწყისში, სამინისტროში ნახატი მიიტანა პირმა, რომელმაც საზოგადოების წინაშე მისი ვინაობის გამჟღავნება არ ისურვა. სურათი მუზეუმისთვის კუთვნილი რიგით 132-ე ექსპონატია, რომელიც 2021 წლის გაზაფხულიდან დღემდე ხელოვნების მუზეუმსა და ეროვნულ გალერეას დაუბრუნდა.