მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ხელოვნების მუზეუმის განახლებული შენობა გაიხსნა. სარეაბილიტაციო სამუშაოები კულტურის სამინისტროს ხელშეწყობითა და ინიციატივით 2021 წელს დაიწყო და წელს დასრულდა. სრულად განახლდა 6 000 კვადრატული მეტრის ფართობის სივრცე, სადაც მოეწყო თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სამუშაო, საკონფერენციო, საგამოფენო დარბაზები და ფონდსაცავები.
შენობის განახლებულ საგამოფენო სივრცეში ლევან ლაღიძის ნამუშევრები გამოიფინა. ექსპოზიცია შენობის ორ სართულზე მოეწყო და მხატვრის 100-ზე მეტ ფერწერულ ტილოს აერთიანებს. გამოფენა 18 აგვისტომდე გაგრძელდება.