ხელოვნების მკვლევართა ყოველწლიური კონფერენცია

შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში ხელოვნების მკვლევართა ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს. კონფერენციას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული დელეგატები ესწრებიან. ღონისძიება წელს თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების 100 წლის იუბილეს მიეძღვნა. ხელოვნების მკვლევართა საერთაშორისო კონფერენცია ყველაზე დიდი ფორუმია საქართველოს სახელოვნებო მეცნიერებათა სივრცეში, რომელიც მოიცავს ხელოვნების ყველა დარგის კვლევას და ამავე დროს, მომიჯნავე დარგებსაც.