ეროვნულ ბიბლიოთეკაში ხელოვნების მე-17 ეროვნული კონკურსის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. საკუთარი შემოქმედება დამთვალიერებელს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სამხატვრო და სახელოვნებო სკოლების ხელოვანებმა გააცნეს. პროექტის ფარგლებში გამოიფინა ფერწერული, გრაფიკული, დეკორატიული და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები.
კონკურს-ფესტივალი სახელწოდებით „მომავლის ვარსკვლავები“ ცნობილი ქართველი მხატვრის, ელენე ახვლედიანის ხსოვნას მიეძღვნა. დაჯილდოების ცერემონიაზე ჟიურის მიერ ნომინირებულ კონკურსანტებს დიპლომები, სახელობითი მედლები და ჯილდოები გადაეცათ. ფულადი პრემიები გაიცა ღვაწლმოსილ პედაგოგებზე. ექსპოზიცია სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.