„ფაბრიკის“ საკონფერენციო დარბაზში, პროექტ „ხელოვან ქალთა ციფრული გამოფენის კვირეულის“ მესამე წლის აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართა.
მეწარმე ქალთა საბჭომ საქართველოში და ფონდ „არტ-კავკასუსის“ მიერ ორი წლის წინ განხორციელებულმა პროექტმა უკვე ყოველწლიური სახე მიიღო. იგი მიზნად ისახავს ხელოვან ქალთა მხარდაჭერას და ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობას. პროექტის პარტნიორები არიან შემოქმედებითი ევროპის დესკი საქართველოში, თბილისის მუნიციპალური მერია, ნიდერლანდების საელჩო საქართველოში და საზოგადოებრივი მაუწყებელი. პროექტის მხარდამჭერებს ღონისძიების ფარგლებში ჯილდოებიც გადაეცათ.
უკვე მესამე წელია, პირველი არხი ხელოვან ქალთა ციფრული გამოფენის კვირეულის მხარდამჭერია, რაც ხელოვნების სფეროში მოღვაწე ქალების თანადგომას და მათი შემოქმედების პოპულარიზაციას ემსახურება.