პარტიამ „ეკა ბესელია-სამართლიანობისთვის“ 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, ცესკო-ს ხელმოწერები წარუდგინა. პოლიტსაბჭოს წევრის ინფორმაციით, საჭირო 5000 მხარდამჭერის ნაცვლად, მათ 7000 ხელმოწერა წარადგინეს. პოლიტიკური პარტია „ეკა ბესელია-სამართლიანობისთვის“ იმედს გამოთქვამს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია მათ ნებას მისცემს, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ჩართოს.