ლეიბორისტულმა პარტიამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მხარდამჭერთა სიები წარადგინა.
პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის, შალვა ნათელაშვილის მხარდამჭერთა ხელმოწერები ცესკო-ში პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი გუგავამ და შტაბის სპიკერმა, ლაშა ჩხარტიშვილმა მიიტანეს.
საპრეზიდენტო კანდიდატად რეგისტრაციისთვის სულ 26 ათასამდე ხელმოწერაა საჭირო.
გიორგი გუგავას განცხადებით, პარტია საკუთარი კანდიდატის გამარჯვებაში დარწმუნებულია.