ხელმოწერების შეგროვება ცესკო-ში დასარეგისტრირებლად

პოლიტიკურმა პარტიამ „არჩევანი სამშობლოსათვის“ ცესკო-ში დასარეგისტრირებლად ხელმოწერების შეგროვების აქცია გამართა. პარტია 2020 წლის 14 ივნისს ჩამოყალიბდა და მისი მთავარი მიზანი, როგორც ამბობენ, კონფლიქტების მოგვარება და დევნილთა პრობლემებზე მაქსიმალური ყურადღების გამახვილებაა.