ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეთანხმება

8 მარტის შეთანხმების გარშემო პოლიტიკურ სპექტრში ურთიერთბრალდებები მწვავდება. პოლიტიკური ჯგუფები სხვადასხვანაირად კითხულობენ ჩანაწერს, რომელსაც მმართველმა გუნდმა და ოპოზიციამ მოლაპარაკებებში ჩართული დიპლომატების თანდასწრებით მოაწერა ხელი და რომელიც მართლმსაჯულებას ეხება. ოპოზიციის ნაწილისთვის შეთანხმება პატიმრობაში მყოფი თანაგუნდელების – გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიორგი რურუას გათავისუფლებას გულისხმობს.

„ქართული ოცნება“ კი ამტკიცებს, რომ ქვეყანას ე.წ. პოლიტპატიმრები არ ჰყავს და შეთანხმება სასამართლო სისტემაში შესაძლო პოლიტიკურ ჩარევაზე რეაგირებას ეხება. ე.წ. პოლიტპატიმრები ნახსენები არ არის ფასილიტატორი ელჩების განცხადებაში, რომელიც „ქართული ოცნების“ ლიდერთა გუშინდელი მიმართვის შემდეგ გამოქვეყნდა. ახლა საინტერესოა, შეაფერხებს თუ არა პოლიტიკური უთანხმოება 8 მარტს ხელმოწერილი კიდევ ერთი შეთანხმების – ანუ კომპრომისული საარჩევნო მოდელის მიღებას.