ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეთანხმება

მმართველი გუნდი და ოპოზიცია ერთმანეთს 8 მარტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებების ფონზე, მართლმსაჯულების პოლიტიზების თავიდან არიდების პირობას არღვევს.

ოპოზიციაში კი კვლავ აცხადებენ, რომ პოლიტპატიმრების გათავისუფლების პირობა მიიღეს და ამის გარეშე საარჩევნო ცვლილებას მხარს არ დაუჭერენ.

მხარეების პოზიციებს ახლა თეონა მანაგაძე გაგვაცნობს – როგორია ოპონენტების შეფასებები?