უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის დიალოგის გაგრძელების მომხრეა პოლიტიკური სპექტრი.
როგორც ოპოზიციონერი დეპუტატები აცხადებენ, მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა ოპოზიციის დამსახურებაცაა, დიალოგი კი არის წნეხი, რომელსაც ხელისუფლება იმსახურებს. რაც შეეხება უმრავლესობას, ისინი დამატებითი დისკუსიის გამართვის საჭიროებას უსვამენ ხაზს, თუმცა ამ პროცესში ოპონენტებთან ერთად საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობის აუცილებლობაზეც საუბრობენ. ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის დიალოგის შემდეგი რაუნდი სავარაუდოდ, იანვარის პირველ ნახევარში გაიმართება.