ხელისუფლების დამხობის მოწოდება და მუქარა რეპრესიებით

ყოფილი პროკურორის მოწოდების გამო ოპოზიციურ პარტიებს მედიასთან განმარტებების გაკეთება უწევთ.

ნიკა გვარამიას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ნახსენებია სიტყვა დამხობა, რომელსაც ავტორი ქვეყნის გადარჩენის ბოლო ლეგიტიმურ გზად მიიჩნევს. უკვე დღეს, კერძო ტელე-კომპანიის გენერალური დირექტორი განმარტავს, რომ სიტყვა „დამხობაში“ საზოგადოებრივი ზეწოლის გზით ხელისუფლების შეცვლა და მის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი აჯანყება იგულისხმა. სხვა დეტალები აღარ დაკონკრეტებულა, თუმცა გვარამიას გეგმის ერთ-ერთი პირველი გამზიარებელი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი აღმოჩნდა, რომლის ბოლოდროინდელი მიმართვები ასევე მუქარისშემცველ გზავნილებს მოიცავს, – მათ შორის სამართალდამცავთა მიმართ.

სალომე ქოქიაშვილი დაინტერესდა, რა რეაქციები აქვთ საარჩევნო სისტემის შეცვლის მოთხოვნით გაერთიანებულ ოპოზიციურ ერთობაში მსგავს როტირიკაზე და რა იგულისხმება წინასწარ დაანონსებულ რეპრესიულ მიდგომებში, რომლებიც სხვადასხვა რეპლიკის სახით ბოლო დღეებში რამდენჯერმე გაისმა.