ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების პერსპექტივა

 მოლაპარაკების მეხუთე რაუნდმა იანვრისთვის გადაიწია. უშედეგოდ დასრულებული ოთხი რაუნდის შემდეგ, ორივე მხარე, ელჩების შუამავლობით, ერთ მაგიდასთან დასაჯდომად ისევ მზად არის, თუმცა მანამდე ოპოზიციაში, უთანხმოებასთან ერთად, ერთმანეთის მისამართით ეჭვებიც მძაფრდება. განსაკუთრებული დაკვირვების ქვეშ ის ორი პოლიტიკური ძალაა, რომელსაც საპარლამენტო მანდატებზე ოფიციალურად უარი ჯერ არ უთქვამს.