2022 წლის იანვრიდან საჯარო მოხელეების ხელფასების ზრდა და მერების ანაზღაურების გაორმაგება იგეგმება, – განცხადება ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, სახელმწიფო სამსახურში დასაქმებულ ადამიანებს ხელფასების მომატებით მოტივაცია გაეზრდებათ. ფინანსთა მინისტრის განცხადებით, საჯარო მოხელეების ხელფასი არ უნდა იყოს ყოველთვის პოლიტიკური სპეკულაციების საგანი და ეს უნდა იყოს გარკვეულ ფორმულაზე ან ინდექსაციაზე, გარკვეულ წესებზე დაფუძნებული.