„ხელედულა ჰესის“ მშენებლობ​ის განხილვა ჩაიშალა

„ხელედულა ჰესის“ მშენებლობ​ის საზოგადოებრივი განხილვა, რომელშიც ადგილობრივები და ინვესტორები მონაწილეობდნენ, ჩაიშალა.

ქვემო სვანეთის მკვიდრთა გაღიზიანება გამოიწვია შეხვედრის დასაწყისში ჰესის მშენებელი კომპანიის პრეზენტაციამ. მოქალაქეებმა ინვესტორებს პირდაპირ ჰესის თემის განხილვა მოსთხოვეს.

სვანეთის მოსახლეობა ცალსახად აცხადებს, რომ ისინი არ დაუშვებენ, ქვემო სვანეთში ჰესი აშენდეს და ამის შედეგად სოფლები დაიტბოროს. ადგილობრივები შიშობენ, რომ წინაპრების საცხოვრებელი სახლების დატოვება მოუწევთ.

როგორც სვანეთიდან ჩამოსულები ამბობენ, ჰესის მშენებელმა კომპანიამ მოსახლეობის გადაბირება მოქრთამვით სცადა.

ქვემო სვანეთში „ხელედულა ჰესის” მშენებლობის საზოგადოებრივ განხილვა სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ იყო ორგანიზებული. შეხვედრას ესწრებოდნენ ინვესტორი კომპანიის წარმომადგენლები, ქვემო სვანეთის მოსახლეობა და ეკოლოგები.