შეცდომით მოჭრილი 110 ხე-მცენარე და სახელმწიფოსთვის მიყენებული 15 ათას ლარზე მეტი ზარალი.
მუხათწყაროში რამდენიმე ასეული ჰექტარია გაჩეხილი. კომპანია, რომელიც სამუშაოებს აწარმოებდა, აღიარებს შეცდომას, თუმცა აცხადებს, რომ დარღვევა ტექნიკურმა უზუსტობამ გამოიწვია. თბილისის ტერიტორიის ნაცვლად შპს „ბათუმის“ ბიზნეს აკადემიამ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ხეები მოჭრა. ტერიტორიები ერთმანეთის მომიჯნავეა. ნებართვა კი კომპანიას მხოლოდ დედაქალაქის კუთვნილ ნაკვეთზე, ელექტრო გადამცემი ანძების მიმდებარედ ჰქონდა მიღებული.