გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ხე-ტყის გადამამუშავებელი მსხვილი კომპანიით ინტერესდება.
გარემოსდამცველები ჩინურ კომპანიას სწავლობენ, რომელიც კახეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში 2007 წლიდან საქმიანობს. მონიტორინგის დაწყების მიზეზად სატელეფონო შეტყობინება სახელდება, რომლის მიხედვით არსებობს ეჭვი, რომ შპს შესაძლოა წლების წინ გაცემული ლიცენზიის პირობებს არღვევდეს და ხე-ტყეს უკანონოდ მოიპოვებდეს. მსხვილი საწარმოების პარალელურად რეიდი გრძელდება ხე-ტყის მომპოვებელ და სარეალიზაციო მცირე საწარმოებშიც. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 20-ზე მეტი ობიექტი დახურეს.