ხაზარაძის წერილი - გამოხმაურება „ქართულ ოცნებაში“

ახალი არჩევნების მისაღწევად მამუკა ხაზარაძის წარდგენილი 5-პუნქტიანი გეგმა პოლიტიკური შეფასებების თემაა.

„ძლიერი საქართველოს“ ლიდერის განცხადებით, საჭიროა ქუჩაში პერმანენტული საპროტესტო აქციების გაგრძელება სხვადასხვა ფორმით და სხვადსხვა ადგილას. პარლამენტის დელეგიტიმაცია, რაც გამოიხატება არჩეული ოპოზიციური დეპუტატების მიერ ინდივიდუალურად მანდატების ჩაბარების შესახებ განცხადებებით მიმართვაში. ასევე, ოთხი ოპოზიციური პარტიის მიერ საარჩევნო სიების ჩახსნა. ოპოზიციის მხრიდან არჩეული პარლამენტის წევრების მიერ „სახალხო პარლამენტის“ ფორმირება და პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიწვევა საპატიო თავმჯდომარედ, რეალური, ეროვნული პოლიტიკური ცენტრის შექმნა; „სახალხო პარლამენტის“ სამოქმედო გეგმის შემუშავება და „სახალხო პარლამენტის“ დელეგაციის გაგზავნა დასავლელ მეგობრებთან და მათი მხრიდან მხარდაჭერის გაძლიერება“, – დაწერა მამუკა ხაზარაძემ „ფეისბუქზე“.