„ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე პროკურატურაში მისვლას არ გეგმავს – პროკურატურამ ის არჩევნების სავარაუდო გაყალბების შემთხვევების გამოძიების საქმეზე გამოიძახა. თუმცა, როგორც ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს, ის მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით დასაკითხად მზადაა, მაგრამ პროკურატურაში მისვლას არ აპირებს.