ხაზარაძის განცხადება და შეფასებები

პარტია „ლელოს“ თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე კონკრეტული პირების დასანქცირება მისაღები იქნება. აღნიშნულ განცხადებას პოლიტიკურ სპექტრში ეხმაურებიან. ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, რომ სანქციებს ქვეყნის პარტნიორები საქართველოს მოქალაქეების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე იღებენ. იაგო ხვიჩია არ გამორიცხავს, რომ ხაზარაძე პოლიტიკიდან წასვლას გეგმავს. მმართველ გუნდში კი ხაზარაძის ქმედებებს ქვეყნისთვის საზიანოს უწოდებენ.