ხაზარაძე-ჯაფარიძის სარჩელი სტრასბურგში

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ წარმოებაში მიიღო „ლელოს“ ლიდერების, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის სარჩელი ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე, სადაც ისინი თაღლითობაში დამნაშავედ არიან ცნობილნი. ამის შესახებ ბადრი ჯაფარიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლომ აღნიშნული საქმის განხილვა უკვე დაიწყო და მას მიენიჭა პრიორიტეტი. ცნობისთვის, ე.წ. ფულის გათეთრების საქმე, რომელზეც მსჯავრდადებულები ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი იყვნენ, უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო, რის გამოც მათ სტრასბურგის ევროპულ სასამართლოს საჩივრით მიმართეს.