ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმე და სადავო წერილი  

მამუკა ხაზარაძის მიერ ნახსენები ცნობილი წერილი დღეს კიდევ ერთხელ მოექცა ყურადღების ცენტრში.

პოლიტიკაში წასული ბიზნესმენი მზადაა, წერილის ორიგინალი პროკურატურაში მიიტანოს. „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი ამტკიცებს, რომ წერილის დედანზე ლონდონში ჩატარებული ყველა საექსპერტო დასკვნა უკვე მზად არის. ამჯერად „ლელოს“ დამფუძნებელი მის მიერ მთავარ მტკიცებულებად დასახელებული წერილის ორიგინალის დაცვის გზებს ეძებს. საუბარია პირველად შვიდი თვის წინ პარლამენტში ნახსენებ წერილზე, რომელიც ხაზარაძის მტკიცებით, გიორგი გახარიას მუქარისშემცველ გზავნილებს მოიცავს. ამ დრომდე არ დასახელებულა შუამავალი, რომელისგანაც ბიზნესმენის თქმით, წერილობითი შეტყობინება მიიღო.