მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატები ევროსასამართლოსთვის სარჩელს ამზადებენ. განცხადება მათ სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთეს.
ლონდონში, სადაც ანგარიშების დაყადაღებაა გასაჩივრებული, ხაზარაძის ინტერესებს სტივენ ქეი დაიცავს. ის საქართველოში „თიბისი ბანკის“ საქმეზე არსებულ სამართლებრივ ვითარებას პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებს.