ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმე

აქვს თუ არა ანაკლიის პროექტს რაიმე კავშირი „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებასთან – თემა პოლიტიკური დღის წესრიგიდან არ იხსნება.

პრემიერი 11 წლის წინანდელი სადავო საბანკო ტრანზაქციის ანაკლიასთან დაკავშირებას აბსურდულად მიიჩნევს და ფიქრობს, რომ ოპონენტები ორ საკითხს ერთმანეთთან მიზანმიმართულად აკავშირებენ. მთავრობის მეთაურს პროკურატურის და ეროვნული ბანკის მიმართ კითხვები არ აქვს, პრემიერ-მინისტრი მამუკა ხაზარაძეზე შინაგან საქმეთა მინისტრის ზეწოლასაც კატეგორიულად გამორიცხავს.

„თიბისის“ საქმის გარდა, დღეს მამუკა ბახტაძეს და მთავრობის ეკონომიკურ გუნდს განმარტებების გაკეთება კიდევ ერთი ბიზნესმენის პროტესტზე მოუხდა. საუბარია „ფრესკოს“ დამფუძნებელზე, რომელსაც საკუთარი ბიზნესის გამო ფინანსთა სამინისტროსთან პრეტენზიები აქვს.

გიორგი კობერიძემ მოისმინა მხარეთა პოზიციები.