თბილისის საქალაქო სასამართლოში ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე მსჯელობენ.
პროცესი არსებითი განხილვის ეტაპზეა. დღეს მხარეები შესავალ სიტყვას წარმოთქვამენ. გამოძიება მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება. „თიბისი ბანკის“ თითოეულ დამფუძნებელს აღკვეთის ღონისძიების სახით 700 ათას ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.
ხატია ჯამალაშვილი დეტალებით.