საქალაქო სასამართლოში მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმის არსებითი განხილვა გრძელდება. პროცესზე ბრალდების მხარის რამდენიმე მოწმე დაიკითხება. შეგახსენებთ, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, 24 ივლისს ბრალი წარედგინათ ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზების სავარაუდო ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. რაც შეხება ავთანდილ წერეთელს, პროკურატურა ბიზნესმენს ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება. ბრალდებულები დანაშაულის ფაქტს კატეგორიულად გამორიცხავენ და საქმის პოლიტიზებაზე საუბრობენ.