საქალაქო სასამართლოში, ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმის არსებითი განხილვა გადაიდო, შუამდგომლობა დაცვის მხარემ იმ მიზეზით დააყენა, რომ ერთ-ერთი ბრალდებული, ბიზნესმენი ავთანდილ წერეთელი პროცესზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო კვლავ ვერ გამოცხადდა. ჯერჯერობით მორიგი სხდომის თარიღი უცნობია. მედიასთან კომენტარი გააკეთეს საქმის დანარჩენმა ფიგურანტებმა, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ, რომლებიც აღნიშნულ სამართლებრივ დავას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ და მისი შეწყვეტის აუცილებლობაზე საუბრობენ.
საქმის პროკურორის, სალომე ჩიქობავას განცხადებით, სამართლებრივი დევნის შეწყვეტა ან ბრალდების მოხსნა არ განიხილება ბრალდების მხარის მიერ. ხოლო რაც შეეხება ორი დღის წინ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შირის ხელმოწერილ დოკუმენტს, სისხლის სამართლის კანონმდებლობა მსგავსი სახის დოკუმენტს არ ითვალისწინებს და ამ დოკუმენტის საფუძველზე რაიმე გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელია.