თბილისის საქალაქო სასამართლოში ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთელის საქმის არსებითი განხილვა გრძელდება. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ, დაიკითხება ერთი მოწმე-გამომძიებელი, რომელიც მის მიერ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებს დაადასტურებს. შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი 2019 წლის 24 ივლისს წარედგინათ, ჯგუფურად 16 664 000 დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს კი, ბრალი წარდგენილი აქვს მის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარების ფაქტზე, ჩადენილი ჯგუფურად, რასაც ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.