სახალხო დამცველის არჩევის პროცედურა ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის მიცემულ 12 რეკომენდაციას შორისაა. სწორედ ევროკავშირის კანდიდატობისთვის საჭირო პუნქტების შესრულების პროცესი იყო ერთ-ერთი თემა, რომლითაც თბილისში ჩამოსული ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი დაინტერესდა. ხავიერ კოლომინამ ხელისუფლების პირველ პირებს უკვე მოუსმინა, ხვალ კი შეხვედრები ოპოზიციასთან იგეგმება. ალიანსის მაღალჩინოსანი ინკლუზიური პროცესის აუცილებლობაზე და ორივე მხარის პასუხისმგებლობაზე საუბრობს.