ხავიერ კოლომინას განცხადება

ნატო-ს გაფართოებასთან დაკავშირებით, ალიანსის პოზიცია უცვლელია, –  აცხადებს კავკასიაში და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი. ხავიერ კოლომინა „ტვიტერზე“ წერს, რუსეთს სურს, უკარნახოს ისეთ ქვეყნებს როგორიცაა უკრაინა და საქართველო, რა არჩევანი გააკეთონ საკუთარ მომავალთან დაკავშირებით.

როგორც ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრებმა ცოტა ხნის წინ რიგაში განაცხადეს, ჩვენ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებების ერთგული ვართ“, – ვკითხულობთ განცხადებაში.