რა პერსპექტივა აქვს საქართველოს ნატოს ვილნიუსის მოახლოებულ სამიტზე – ორგანიზაციის გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოშია.
პარლამენტის თავმჯდომარესთან და თავდაცვის მინისტრთან შეხვედრების შემდეგ ხავიერ კალომინამ ოპოზიციური პარტიების ლიდერებს მოუსმინა. ოპოზიციის წარმომადგენლები შეხვედრაზე საერთო გზავნილით მივიდნენ. მათ ამჯერად ნატოს მაღალჩინოსანს უთხრეს, რომ
ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსსა და ევროკავშირში ინტეგრაციისკენ ქართველი ხალხის სწრაფვას ხელისუფლება აფერხებს. იყო მოწოდებები მმართველი გუნდის მიმართ საერთაშორისო პარტნიორებისგან ზეწოლის გაძლიერებაზეც. ბუნებრივია, კალომინას ინტერესის სფეროს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად ჩატარებული სამუშაოებიც წარმოადგენს.