68 წლის ასაკში ცნობილი ქართველი მსახიობი, ხათუნა კოტრიკაძე გარდაიცვალა.
ინფორმაციას მსახიობის ოჯახის ახლობლები ადასტურებენ. ხათუნა კოტრიკაძის დებიუტი 1971 წელს რეჟისორ სოსო ჩხაიძის მოკლემეტრაჟიან ფილმში „მეთხუთმეტე გაზაფხული“ შედგა. მაყურებელი ხათუნა კოტრიკაძეს ასევე იცნობს ფილმებიდან „მხიარული რომანი“ და „მოიტაცეს თამარ ქალი“. სამსახიობო კარიერა მან ადრეულ ასაკში დაასრულა.