საარჩევნო კამპანია დაიწყო გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა ქუთაისში.
თვითმმართველობის არჩევნებში მერობისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ხატია დეკანოიძე იბრძოლებს. ის საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ამომრჩევლებს შეხვდა და ქუთაისის განვითარების გეგმა წარუდგინა. ასევე დღეს ფოთში გიგი უგულავას მერობის კანდიდატად ოფიციალურად დაასახელებენ. უგულავა 5 ნომრით იბრძოლებს.