არჩევნების გაყალბებაზე საუბრობს ოპოზიციის ნაწილის მიერ შეთანხმებული ქუთაისის მერობის კანდიდატი.
ხატია დეკანოიძემ ბრიფინგი 90-ე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებთან, იზა ჩირგაძესთან და მარიამ ნემსაძესთან ერთად გამართა. მერობის კანდიდატის თქმით, საუბნო საარჩევნო კომისიის რეგისტრატორს, იზა ჩირგაძეს აიძულებდნენ მიეთვისებინა ხმები „ქართული ოცნებისთვის“. დავალების შესრულებაზე უარის შემდეგ კი მის მიმართ განხორციელდა შანტაჟი და დევნა. დეკანოიძის განცხადებით, ასევე დაფიქსირდა აღნიშნული პირის გატაცების მცდელობა. შანტაჟის შესახებ ბრიფინგზე ილაპარაკა ქუთაისის 90-ე საუბნო საარჩევნო კომისიის მეორე წევრმა, მარიამ ნემსაძემაც.